მიხაილო დიანოვი: „ოღონდ თანამებრძოლის რაშისტების ტყვეობიდან დახსნაში დამეხმარეთ და ბოლო კაპიკამდე მოგცემთ იმ თანხას, რაც მკურნალობისთვის შემიგროვდა“

სულ ნახვები : 19,123
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საზღვაო ქვეითი მიხაილო დიანოვი, რომელიც გმირულად იცავდა აზოვსტალს, ტყვეობიდან 21 სექტემბერს გათავისუფლდა. აზოვსტალიდან ევაკუაციის მომენტში მას ხელი ჰქონდა დაზიანებული. რუსმა ფაშისტებმა დიანოვს არ უმკურნალეს. ტყვეობაში ყოფნის პერიოდში მისი ხელი რამდენიმე სანტიმეტრით დამოკლდა. მისმა ფოტომ ყველა შოკში ჩააგდო, საზღვაო ქვეითი საშინლადაა გამხდარი.

აზოვსტალის მცველს სერიოზული მკურნალოვა სჭირდება.  2 დღეში უკრაინელებმა მას 7 მილიონი გრივნა შეუგროვეს.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი დიანოვი ამ ფულის დახარჯვას რუსების ტყვეობაში მყოფი თანამებრძოლის დასახსბელად აპირებს.  

"ჩემი თანამებრძოლი, მიხაილო ზინოვი დარჩა ოლენივკას კოლონიაში ტყვეობაში. რომლის წინაშეც სიცოცხლით ვარ ვალში, მძიმედ დაჭრილი გამომიყვანა ბრძოლის ველიდან. ვალდებული ვარ ზინოვი გადავარჩინო და დავიცვა. ოღონდ მისი რაშისტების ტყვეობიდან დახსნაში დამეხმარეთ და ბოლო კაპიკამდე მოგცემთ იმ თანხას რაც მკურნალობისთვის შემიგროვდა", - წერს დიანოვი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა