უეფამ რუსეთს ყირიმული კლუბების ჩემპიონატში ჩართვა აუკრძალა

სულ ნახვები : 108
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

UEFA-მ რუსეთის ფეხბურთის კავშირის გადაწყვიტილებას, ოკუპირებული ყირიმის გუნდები – სიმფეროპოლის ტავრია, სევასტოპოლი და იალტის რუბინი საკუთარი ჩემპიონატის მეორე ლიგაში ათამაშოს, მხარი არ დაუჭირა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ასეთია:

„დაბეჯითებით გთხოვთ გაეცნოთ გადაწყვეტილებას, რომელიც UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, 2014 წლის დეკემბერში იქნა მიღებული. რაც შეეხება ყირიმის სიტუაციას, UEFA-ს საგანგებო კომიტეტის 2014 წლის 22 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ყირიმულ კლუბებს აეკრძალათ რუსეთის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში მონაწილეობა, რათა ეს რეგიონი „განსაკუთრებულ ზონად" ითვლებოდეს“, – წერია განცხადებაში.

გოსდუმის დეპუტატ სვეტლანა ჟუროვას კი, UEFA-ს გადაწყვეტილება საერთოდ არ ადარდებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყირიმული კლუბები ჩვენს ჩემპიონატში ახლა უნდა მივიღოთ. რას გვიზამ? ბანს დაგვადებენ? ეგ უკვე გვაქვს და რისი გვეშინია. მივიღოთ ახლა და მოლაპარაკებები შემდეგ გავმართოთ“, – ამბობს ჟუროვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები