ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სულ ნახვები : 426
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული სკოლით დაინტერესება მას შემდეგ მოხდა, რაც ტელეკომპანია ,,ტვ 25“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ მე-11 კლასის მოსწავლემ, კედელზე გაკრული რუსეთის და დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დროშები ჩამოხია, ამის გამო კი მას სკოლის ადმინისტრაციამ საყვედური გამოუცხადა და მშობლები სკოლაში დაიბარა. 

მე-7 სკოლის ადმინისტრაცია ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში, საქართველოს დროშის გარდა, ყველა სხვა ქვეყნის დროშა ჩამოხეულია. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ დრომდე ადმინისტრაციის განმარტებით, კედელზე რუსეთის დროშა მხოლოდ იმიტომ, იყო, რომ სკოლაში რუსი მოსწავლეებიც სწავლობენ, რაც შეეხება აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩენას, ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა