ის აცდენილია ყოველგვარ ზღვარს - შალვა პაპუაშვილი გიორგი ვაშაძეზე

სულ ნახვები : 208
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ვაშაძის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება რთულია“ - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. 

პაპუაშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძე ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. 

„ბოლო გარკვეული პერიოდია, ვაშაძის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება რთულია. არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს, საიდან აქვს, ამიტომ მან უნდა განმარტოს, ვისგან რა ინფორმაცია აქვს. ვხედავთ, რომ მისი განცხადებები ადამიანური ეთიკის და ქვეყნის მიმართ პატრიოტული დამოკიდებულების ყველანაირ ზღვარს გასულია, ამიტომ მის განცხადებებზე რაიმე კომენტარი, ვფიქრობ, არის ზედმეტი. როგორც ჩანს, მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მას უნდა ჰკითხოთ, მე რა გითხრათ. მის განცხადებებზე კომენტარისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ის აცდენილია ყოველგვარ ზღვარს, პოლიტიკურს, ეთიკურს, ადამიანურს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ გუშინ, 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ამერიკის შეთავაზებაზე, რაც თავდაცვისუნარიანობის გაზრდას გულისხმობდა უარი განაცხადა -  „უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა