ხუთი თვის ინტერვალში საქართველოში ბინადრობის უფლება 1 598 რუსზე გაიცა

სულ ნახვები : 161
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

IDFI - ის ინფორმაციით მარტიდან ივლისის თვის ჩათვლით, საქართველოში ბინადრობის უფლება 1 598 რუსეთის მოქალაქეზე იქნა გაცემული, რაც შეეხება უარს, ასეთი 434 შემთხვევა დაფიქსირდა. 

IDFI - ის ცნობით გასულ წელთან შედარებით, 2022 წელს ბინადრობის უფლების მისაღებად საქართველოში მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით. 

„2022 წლის მარტი-ივლისი პერიოდში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  1321-ით (+185%) მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიმართა სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად, დაკმაყოფილებულმა განცხადებებმა, 2019 წელთან შედარებით 972-ით მეტი (+155%), 1598 შეადგინა. 

ყველაზე დიდი ზრდა გასულ წელთან შედარებით შრომის ნებართვისა (+173) და მოკლევადიანი ბინადრობის (+157) კატეგორიებში დაფიქსირდა", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა