საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა“ იყიდა - „ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია „კარფური“

სულ ნახვები : 339
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა“ იყიდა - „ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია „კარფური“საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა“ იყიდა, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა, სოსო ფხაკაძემ დაუდასტურა.

ფხაკაძის თქმით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და სწორედ ამ მიზეზით შეისყიდა მაუწყებლის შენობა.

„ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია, ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია „კარფური“ და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა კარგი გამოცდილება უძრავი ქონების განვითარების კუთხით.მიღებული გამოცდილების ბაზაზე, გარკვეული პერიოდის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. სწორედ ამ მიზეზით შევისყიდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა. ვაპირებთ, ვიმუშაოთ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შევქნათ საინტერესო კონცეფცია და შესაბამისად აქ განვითარდეს საინტერესო, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა“, – აცხადებს ფხაკაძე. 

ცნობისთვის, თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა