რატომ გამოეთიშა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსს მოქმედი დირექტორი გიორგი კოხრეიძე?

სულ ნახვები : 245
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსს, მაუწყებლის მოქმედი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე გამოეთიშა. 

აღნიშნულის შესახებ კოხრეიძემ მრჩეველთა საბჭოს შესაბამისი განცხადებით მიმართა სადაც ის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. 

საინფორმაციო სააგენტო CNews შეეცადა კოხრეიძის მიერ, კონკურსიდან გამოთიშვის შესახებ უფრო მეტი გაერკვია, რადგანაც CNews-ს წყარომ მოუყვა, რომ კოხრეიძის მიერ კონკურსზე უარის თქმა მმართველ პარტიასთან შეთანხმების ვერ მიღწევის შედეგია, უფრო კონკრეტულად კი, მან ვერ მოახერხა ,,ქართული ოცნების“ მთავარ გუნდთან მისთვის სასურველი სიტუაციის ,,დალაგება“ და ამის ფონზე მისი კანდიდატურის კატეგორიული წინააღმდეგი იყო მრჩეველთა საბჭოში  ,,ქართული ოცნების“ კვოტით გასული გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც ამავდროულად საბჭოს თავმჯდომარეა. 

მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, კოხრეიძემ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე, პარტიაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის შესახებ საინფორმაციო სააგენტო CNews რამდენიმე თვის წინ წერდა, კონკრეტულად კი არის მცდელობა, რომ მაუწყებელში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თორნიკე რიჟვაძის გავლენები მკვეთრად გაძლიერდეს. 

CNews - ს აღნიშნულ ინფორმაციას უდასტურებს წყაროც, რომელიც ამბობს, რომ მოქმედ კონკურსში ორი მკვეთრად გამოყოფილი მხარე არსებობდა ეს იყო მოქმედი დირექტორი გიორგი კოხრეიძე და მაუწყებლის ერთ-ერთი თანამშრომელი, გადაცემა ,,ერთი დღე სოფელში" წამყვანი ნათია თავდგირიძე. 

„არსებობდა ორი მკვეთრად გამოყოფილი ძლიერი მხარე, ერთი იყო გიორგი კოხრეიძე, როგორც არხის მოქმედი დირექტორი და ნათია თავდგირიძე, რომლის მეუღლე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ თორნიკე რიჟვაძესთან ნათესაურ კავშირში იმყოფება", - განგვიცხადა წყარომ. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაუწყებელში არსებული დაძაბული მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დირექტორის პირველ მოადგილე ვახო ხუზმიაშვილთან შეიქმნა, სწორედ თავდგირიძის ფეისბუქ პოსტის დამსახურებით მოხდა, სადაც ის პასუხს სთხოვდა მოქმედ დირექტორს გიორგი კოხრეიძეს, თუმცა ამ უკანასკნელს, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. 

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის თანამდებობისთვის სულ შვიდი კანდიდატი იბრძოლებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა