შოთა არველაძე და ჰალ სიტი ერთმანეთს დაშორდნენ

სულ ნახვები : 151
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შოთა არველაძისა და ჰალ სიტის თანამშრომლობა შეწყდა. ქართველი სპეციალისტი ინგლისური გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარაა. ინფორმაცია კლუბმა გაავრცელა.

„ჰალ სიტი ადასტურებს, რომ მთავარ მწვრთნელთან შოთა არველაძესთან თანამშრომლობა შეწყდა. კლუბს ასევე მისივე თანაშემწე პეტერ ვან დერ ვინი დატოვებს. ახალი თავკაცის დანიშვნამდე, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით ენდი დოუსონი შეასრულებს“, – წერია კლუბის ვებგვერდზე.

არველაძესა და კლუბის მეპატრონეს, თურქ ბიზნესმენ აჯუნ ილიჯალის დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. სწორედ პრეზიდენტმა მიიწვია ჩვენებური სამუშაოდ.

კლუბის ვებგვერდი ილიჯალის სიტყვებსაც აქვეყნებს.

„სანაკრებო პაუზის დროს შოთასთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა. გამოიკვეთა, რომ კლუბის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთს დავშორებოდით. შოთას და პეტერს დიდ მადლობას ვუხდით და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ“, – ამბობს ილიჯალი.

არველაძემ ჰალი 2022 წლის იანვარში ჩაიბარა და წინა სეზონის მთავარი ამოცანა შეასრულა – გუნდი ჩემპიონშიპიდან გავარდნას გადაარჩინა.

წლევანდელ სეზონში კი, ჰალს მიზნად პრემიერლიგაში გადასვლა დაუსახეს. შოთას ხელმძღვანელობით გუნდმა 10 მატჩში 3 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 5 წააგო. აქედან ბოლო 4 ზედიზედ და შოთას წასვლაზე მაშინ ალაპარაკდნენ...

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა