არის სწორება იმაზე, რომ ხალხში გაღვივდეს უკმაყოფილების განცდა - ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე

სულ ნახვები : 197
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი, პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის და კელი დეგნანის განცხადებებს გამოეხმაურა.

ოხანაშვილის თქმით, აშშ-ს ელჩმა ვაშაძე ტყუილში ამხილა.

"აქ მარტივ მანიპულაციასთან გვაქვს ხოლმე საქმე, რომ კონკრეტული პირი ოპოზიციური ჯგუფიდან გამოვა და იტყვის რაღაცას, დეზინფორმაციას. არის სწორება იმაზე, რომ ხალხში გაღვივდეს უკმაყოფილების განცდა, იქნება როგორღაც ხალხის უკმაყოფილება გაზარდონ, იქნება როგორღაც ხალხში გააჩინონ განცდა, რომ ხელისუფლება რაღაცას ვერ აკეთებს, თუმცა ყოველ ჯერზე მათ ამ ტყუილს მათივე ტყუილში მხილება მოჰყვება ხოლმე. ეს იყო უკვე დღეს ელჩის განცხადებაც, რომელმაც პრაქტიკულად ეს ადამიანი ტყუილში ამხილა. ესეც რომ არ ყოფილიყო, ამ ადამიანის განცხადებები ბოლო პერიოდში მიმართულია სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ეს ადამიანი ცდილობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე" უფრო მეტად „ნაციონალი" იყოს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა