ბერდია სიჭინავა: ,,ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა თავი აარიდოს ომს

სულ ნახვები : 153
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ

ხელისუფლებან უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა თავი აარიდოს დანაშაულებრივ ომს.

პარტია

,,საქართველოსთვის” გმობს  ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში და დე ფაქტო მთავრობის მიერ სამობილიზაციო სამუშაოების დაწყებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მიმართ წარმოებულ აგრესიულ და დანაშაულებრივ ომში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართვას.

_ მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში და დე ფაქტო მთავრობის მიერ სამობილიზაციო სამუშაოების დაწყებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მიმართ წარმოებულ აგრესიულ და დანაშაულებრივ ომში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ჩართვას.

წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უმნიშვნელოვანეს გარანტორებს წარმოადგენენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები – აშშ და ევროკავშირი და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ჰქონდეს მათთან, ბოლოს პერიოდში აქტიურად, დაუფარავად ესხმის თავს, რაც არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უკიდურესად საფრთხის შემცველი.

ხელისუფლების ვალდებულებაა მშვიდობა უზრუნველყოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“. ომი არ უნდა შეეხოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობასაც, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

პარტია “საქართველოსთვის” მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა თავი აარიდოს დანაშაულებრივ ომს.

_ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა თავი აარიდოს დანაშაულებრივ ომს. ამ მიზნით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები:

1.დაფიქსირდეს სახელმწიფოს მკაფიო პოლიტიკური პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზურ და ოსურ ენებზე, სპეციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით მიეწოდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს.

2.ყველა საკომუნიკაციო არხით, მათ შორის არაფორმალური არხებით, ხაზი უნდა გაესვას საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, როგორც ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზას.

3.შეიქმნას ე.წ. „მწვანე დერეფანი“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადმოვიდნენ.

4.მოხდეს ფინანსების მობილიზება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ადამიანების დასახმარებლად;

5.დასავლელ პარტნიორებთან გააქტიურდეს კომუნიკაცია, მათთვის გაცნობილ იქნას ამ საკითხზე სახელმწიფოს კონკრეტული გეგმა და საჭიროებები, მათგან პოლიტიკური და ფინანსური დახმარების მისაღებად.

6.მჭიდრო კომუნიკაცია დამყარდეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთნიკურ აფხაზებსა და ოსებთან, რათა მათი მხიდან ამ პროცესს ჰქონდეს პირდაპირი და ირიბი მხარდაჭერა!

სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენა არის ის უნივერსალური ფასეულობები, რომლის გარშემოც ყველანი უნდა გავერთიანდეთ, პოლიტიკური შეხედულებების მიუხადავად, _ განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა