„თბილისობა 2022“ - რა ღონისძიებებია დაგეგმილი პირველ და 2 ოქტომბერს დედაქალაქში?

სულ ნახვები : 132
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„თბილისობა 2022“ პირველ და 2 ოქტომბერს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები რიყის პარკში, ლეღვთახევში, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე, ასევე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება.

რიყის პარკი

პირველი და 2 ოქტომბერი

11:00 – 22:00 საათი

  • ინსტალაციები: სცენის დეკორაცია, კინოჩვენება, აფიშების გამოფენა, ლოგო „თბილისობა 2022“,  ფერადი ინსტალაცია და გიგანტური თამაშები;
  • გამოფენები;
  • კაფე ქიმერიონი;
  • საბავშვო კონცერტები, აქტივობები და ატრაქციონები;
  • სამეწარმეო ბაზრობა;
  • გასტრონომიული ზონა;
  • ტკბილეულის ფესტივალი;
  • სპორტული აქტივობები;
  • ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება („ვერის უბნის მელოდიები“ (1973), „თოჯინები იცინიან“ (1963), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013), „ბროწეულის ფერი“ (1968), „ფიროსმანი“ (1969). აღნიშნული ფილმები ორი დღის განმავლობაში იტრიალებს ეკრანზე.

2 ოქტომბერი

19:00 საათი – „გუფი ლენდის“ კონცერტი.

ლეღვთახევი

პირველი და 2 ოქტომბერი

11:00 – 20:00 საათი

  • თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი თემატური ინსტალაციები;
  • მსახიობების მიერ შესრულებული სხვადასხვა პერფორმანსები და ძველი თბილისის რეკონსტრუქცია;
  • დეკორაციებით გაფორმებული ხეობა და წყალში მოტივტივე ყვავილების თაიგულები;
  • წყლის წისქვილი, სანათები და მრავალფეროვანი ინსტალაციები. 

ორბელიანის მოედანი

პირველი და 2 ოქტომბერი

11:00 – 22:00 საათი

 ინსტალაციები;

  • თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;
  • სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“;
  • თბილისური უბანი ათონელზე – (ორი დღის განმავლობაში, ტერიტორია მოეწყობა ძველი თბილისის სტილში, საუკეთესო ტრადიციების გაცოცხლების გზით. პროექტის დეკორირებისას გამოყენებული იქნება თბილისისთვის ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნების და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის გამოყენებით. ორბელიანების სასახლის წინ ტერიტორიაზე წარმოდგენილი ე.წ. თბილისური უბანი. პავილიონის წინ ორი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალიზებულ კოსტიუმირებული პერფორმანსი;
  • საბავშვო-გასართობი დღის კონცერტები;
  • საჯარო დისკუსიები და საუბრები თბილისურ ეზოებში; 
  • სამეწარმეო და კვების ზონები. 

19:00 – 22:00 საათი 

  • მუსიკალური საღამოები – ქართველი შემსრულებლების, ბენდების და ორკესტრის მონაწილეობით.

გუდიაშვილის მოედანი

11:00 – 22:00 საათი

  • ინსტალაციები (მთაწმინდის მთვარე, დიდი გაზეთი, „ვერის უბნის მელოდიები“, ინსტალაცია საპატიო თბილისელები); 

დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები: 

  • ღია კინოთეატრი;
  • „თბილისური კაფე“; 

19:00 – 22:00 საათი

სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოები.

ევროპის მოედანი

პირველი ოქტომბერი, 19:30 საათი

  • „თბილისობის“ გალაკონცერტი

მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა „უჩინმაჩინის ქუდი“ – გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, სადაც „უჩინმაჩინის ქუდი“ ერთგვარი „დროის მანქანაა“, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიის და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, თბილისის ისტორიაში გვამოგზაურებს მე-19 საუკუნიდან დღემდე.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. 

სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

2 ოქტომბერი, 20:00 საათი

  • ინსტალაციები: დეკორატიული ლოგო „თბილისობა“, სცენის დეკორაცია;
  • თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და მიღება;

„თბილისობა 2022“-ის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც თეატრალიზებული წარმოდგენის სახე ექნება. სხვადასხვა მელოდიისა და მუსიკის თანხლებით, ფერადი გრაფიკით შეიქმნა ვიდეოარტი, სადაც წარმოჩენილია თბილისელების, მნიშვნელოვანი და საამაყო ადამიანების პორტრეტები, მეცნიერებისა და კულტურის ბევრი უმნიშვნელოვანესი სახელი და სახე, რაც დამსახურებულად გამოყოფს ამ საპატიო წოდების დიდ მნიშვნელობას – ადამიანების, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს თბილისის ისტორიაზე, განავითარეს და თავიანთი შემოქმედებით შექმნეს თბილისელი თაობების ეპოქა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები