გურამ კაშია: საქართველოს ნაკრების დიდ ტურნირზე გაყვაზე ვოცნებობ

სულ ნახვები : 232
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი გურამ კაშია, სლოვაკურ სლოვანშიც ირჯება. ჩვენებურის ინტერვიუ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნაკრებში ჩატარებული მე-100 მატჩსაც შეეხო.

35 წლის მცველმა უეფას ერთა ლიგაზე გიბრალტართან (2:1) მატჩში მოახერხა და მესამე ფეხბურთელი გახდა, ვინც ეროვნულ გუნდში 100-ჯერ ითამაშა.

„ძალიან ვამაყობ იმით, რომ ჯაბა კანკავასა და ლევან კობიაშვილთან ერთად ვარ. მანამდე მხოლოდ ამ ორ ფეხბურთელს ჰქონდა საქართველოს ნაკრებში 100 მატჩი ჩატარებული. ამჟამად ნაკრებში არცერთი მათგანი თამაშობს, მე კი გუნდში დარჩენა და ამ ზღვარის მაქსიმალურად მაღლა აწევა მსურს.

14-წლიანი მუშაობა დამჭირდა, რომ აქამდე მოვსულიყავი. ეს მოხდა არა ტალანტით, ან სხვა მიზეზით, არამედ ჩემი მონდომებისა და საქმისადმი თავდადების გამო. 35 წლის ვარ, დიდი ვარ, მაგრამ როდესაც ჩემს მატჩებს ვუყურებ, თითქოს 26 თუ 27 წლის ვარ. ჯანსაღად ვიკვებები, რასაც ემატება ვარჯიში.

ნაკრებში კიდევ დიდი ხნით მინდა თამაში. წელიწადნახევრის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება. ნაკრების მწვრთნელმა მითხრა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიქნები. მოვიგეთ ერთა ლიგის ჯგუფი, 2024 წლის მარტში კი, შინ ნახევარფინალს ყაზახეთთან ჩავატარებთ. წარმატების შემთხვევაში თურქეთი-საბერძნეთის წყვილში მოგებულს ევრო 2024-ის საგზურისთვის შევხვდებით. ეს ჩემთვის ახალი მოტივაციაა. საქართველოს ნაკრების დიდ ტურნირზე გაყვანაზე ვოცნებობ, რაც ჩემს კარიერაში ყველაზე ტკბილი მომენტი იქნება.

მომწონს მოედანზე ყოფნა და ვბრაზდები, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში არ ვარ. როგორც წესი, ეს ადრეული ასაკისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ აქამდეც შემომრჩა. მაშინაც კი, როდესაც კვირაში სამი თამაში და ხანგრძლივი ფრენა გვიწევს, თამაში მინდა. ჩვენ ხომ მიზნებით ვცხოვრობთ, ყოველთვის ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად მომზადებული, რათა ჩემი ადგილი დავიკავო“, – ამბობს კაშია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები