თამარ ტალიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება

სულ ნახვები : 458
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება. მის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიღებულია.

ტალიაშვილის ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება. აღნიშნულ საკითხზე 3 ოქტომბერს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

თამარ ტალიაშვილს პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით ადგილმონაცვლე გრეტა წიწავა შეცვლის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა