სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა უკანონო ე.წ ბორდერიზაცია განახორციელეს - სუს-ი

სულ ნახვები : 175
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გავრცელებულ  ინფორმაციას, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე  მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია მიმდინარეობს, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

"სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განახორციელეს უკანონო ე.წ ბორდერიზაცია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. საკითხი განხილულ იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები" - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა