არსად მითქვამს, საბჭოთა შეიარაღების ნაცვლად ამერიკული შეიარაღება - ვაშაძე

სულ ნახვები : 106
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კელი დეგნანის განცხადებას ასი პროცენტით ვეთანხმები. ამ „ეფესბეშნიკმა“ ოთხეულმა, „ეფესბენშიკი“ კობახიძის დავალებით დაიწყო ინტერპრეტაციების კასკადი, ომში ჩართვასთან დაკავშირებით. მე არსად არ მითქვამს საბჭოთა შეიარაღების ნაცვლად ამერიკული შეიარაღება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის გუშინდელ განცხადებაზე.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ ზოგიერთი მედიასაშუალებები შევიდა ტყუილებში, რომელსაც ასე ლამაზად ალაგებს „ეფესბენშიკი“ კობახიძე და ოთხეული.

„ამ ადამიანებმა გამოგვიცხადეს, რომ მათ უარი თქვეს ამერიკულ შეიარაღებაზე, გამოგვიცხადეს, რომ მათ ინტერესში არ შედის საქართველოს ბრძოლისუნარიანობა და პირდაპირ გვეუბნებიან, რუსის ტანკის შიშით უნდათ ხელისუფლების შენარჩუნება. ჩემი განცხადების შემდეგ არაერთი განცხადება გააკეთა ოთხეულმა და ოცნებამ, ეს ყველაფერი იყო უზუსტობებით სავსე“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის სავარაუდო გადაცემასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით და არის არასწორი, ვაშაძემ აღნიშნა: „არსად მითქვამს საბჭოთა შეიარაღების ნაცვლად ამერიკული შეიარაღება, მე ასეთი რამე არ მითქვამს. ომში დადანაშაულება, რომელზეც საუბარიც დაიწყო ოთხეულმა, კობახიძის დავალებით, ესეც იყო ტყუილი. მესამე სრულიად ვეთანხმები იმ პათოსს, რაც აქვს აშშ-ს“.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არა ვაშაძის მიერ წარმოდგენილი მასშტაბებით, მაგრამ გარკვეული სოლიდური მოცულობით ახალი შეიარაღების შესყიდვას ამერიკული მხარე საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სთავაზობდა“- ეს კელი დეგნანის სიტყვებია. ამაზე მეტი რა უნდა თქვას? კარგად მოუსმინეთ ქართულ თარგმანშიც და ინგლისურშიც. მე ასი პროცენტით ვიზიარებ ამ განცხადებას“, – განაცხადა ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები