საქართველო დღესაც მზად არის, თუმცა NATO არ არის დღეს მზად, ალბათ, საქართველო მიიღოს - ირაკლი ზარქუა

სულ ნახვები : 153
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველო დღესაც მზად არის, თუმცა NATO არ არის დღეს მზად, ალბათ, საქართველო მიიღოს - ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

"ჩვენ მუხლობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ევროატლანტიკურ სივრცეს. აქედან გამომდინარე სხვა ქვეყნებს რაც აქვთ დაჩქარებული ვარიანტი, რაღაც მცდელობები, მე მესმის მათი, რომ უკრაინა დღეს ყველაზე მეტ განსაცდელშია, მაგრამ პასუხიც გავიგეთ, რომ არ აპირებენ ამ ეტაპზე დაჩქარებული ვარიანტით განხილვას. აქ საუბარია პირველ ეტაპზე ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ საქართველო დღესაც მზად არის, როგორც ეს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა თქვა, თუმცა NATO არ არის დღეს მზად, ალბათ, რომ საქართველო მიიღოს. ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ძალისხმევას" - თქვა ზარქუამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა