უკრაინელები ლიმანს უახლოეს 72 საათში დაიკავებენ - ომის კვლევის ინსტიტუტი

სულ ნახვები : 204
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ინფორმაციით, უკრაინული ძალები უახლოეს 72 საათში დაიკავებენ, ან სრულად ალყაში მოაქცევენ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანს.

30 სექტემბრის ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინის წინსვლის ფონზე, რუსული ჯარი ლიმანის შემოგარენიდან უკან დახევას განაგრძობს. დოკუმენტის თანახმად, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ცნობით, რუსეთი კვლავ აკონტროლებს ლიმანს, თუმცა თავიანთი პოზიციები დრობიშევსა და იამპოლში დატოვეს.

გარდა ამისა, ISW რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპანტები ლიმანიდან ტორსკოემდე მიმავალ გზას ჯერ კიდევ აკონტროლებენ, თუმცა უკრაინულმა ძალებმა დრობიშევო-ტორსკოეს გზა სტავოკის რაიონში გადაკეტეს. ასევე, წყაროების მტკიცებით, ლიმანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სვატოვო-ტორსკოეს გზატკეცილის მიმდებარედ, გაიზარდა უკრაინის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების აქტივობა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა მდინარე ჟერებეცი გადაკვეთეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა