კუპიანსკში ოკუპანტებმა მოქალაქეების მანქანების კოლონა დაბომბეს - დაიღუპა 20 ადამიანი

სულ ნახვები : 194
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ხარკივის ქალაქ კუპიანსკში ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანების კოლონა დაბომბეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 10 ბავშვია.

უწყება აცხადებს, რომ მთლიანად განადგურდა  7 მანქანა. შემთხვევა "ნაცრისფერ ზონაში" მოხდა, ოკუპირებულ სვატოვსა (ლუჰანსკი) და გათავისუფლებულ კუპიანსკს (ხარკივი) შორის.

„პირველადი მონაცემებით, მანქანებში 20 ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცველები და ექსპერტები მივიდნენ შემთხვევის ადგილას. საგამოძიებო მოქმდებები დაწყებულია. დეტალები ზუსტდება. ოკუპანტები იმ მოქალაქეებს დაესხნენ თავს, ვინც სცადა, დაბომბვას გაჰქცეოდა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა