კრიმინალური ავტორიტეტი ქართულ ფეხბურთს განახევრებით ემუქრება, ვაკო ყაზაიშვილი ბოდიშს იხდის

სულ ნახვები : 33,209
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა, კრიმინალური ავტორიტეტი ნოდარ ნიშნიანიძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებსა და ნაკრების ფეხბურთელების ფეხების დამტვრევითა და „განახევრებით“ ემუქრება.

ნიშნიანიძის მუქარის მიზეზი არის სიძის, ვაკო ყაზაიშვილი უთამაშებლობა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ, რომელიც თბილისში 23 სექტემბერს გაიმართა. ნიშნიანიძემ ხმოვანი შეტყობინება საქართველოს ნაკრების სპორტული მიმართულების მენეჯერს, ვლადიმერ დვალიშვილს გაუგზავნა, სადაც გარკვევით ამბობს, რომ მასთან პირადი ინტერესების გამო ყაზაიშვილს არ ათამაშებენ და ამისთვის მის თანამოაზრეასთან, ასევე კრიმინალურ ავტორიტეტ ირაკლი სიხარულიძესთან (სიხო) ერთად, პასუხს ყველას მოთხოვს.

სიუჟეტის გასვლიდან მალევე, თავად ყაზაიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„პირველ რიგში ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს  ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია. 

ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს, ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში.

პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში.

ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი.

ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს იცის რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომის და ფეხბურთის სიყვარულის გარდა.

ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის – მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის.

ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება“, – წერს ყაზაიშვილი, რომელიც, ფაქტობრივად, აღიარებს რომ შეტყობინება  ნამდვილად არსებობდა და თავადაც მოისმინა.

გეტყვით იმასაც, რომ წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ნოდარ ნიშნიანიძე, ნოემბერში, უკრაინაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის გამო, წითელი ცირკულარით იძებნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია და არც გამოძიება დაწყებულა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები