ალექსანდრ ვენედიქტოვი: ,,უკრაინის ნატო-ში მიღებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს

სულ ნახვები : 269
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სააგენტო  ТАСС-თან ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვენედიქტოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში მიღებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს.

ვენედიქტოვმა უკრაინის მიერ ნატო-ში დაჩქარებული გაწევრიანების განაცხადის შეტანას „პროპაგანდისტული სვლა“ უწოდა.

„კიევს შესანიშნავად ესმის, რომ ასეთი ნაბიჯი ნიშნავს გარანტირებულ ესკალაციას მესამე მსოფლიო ომამდე. როგორც ჩანს, გათვლაც ამაზეა – შეიქმნას საინფორმაციო ხმაური და მოხდეს კვლავ ყურადღების მიქცევა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ  რამდენად მოწყვეტილია რეალობას კიევის რეჟიმის მრავალი წარმომადგენელი, არ გამიკვირდება, თუ ვინმე იქ მართლაც იმედოვნებს მათი ქვეყნის ნატო-ში მიღებას“, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.

ვენედიქტოვის განცხადებით, დასავლური ქვეყნების რეალური ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ ისინი „კონფლიქტის უშუალო მხარეს“ წარმოადგენენ. როგორც მან აღნიშნა, ნატო-ში უკრაინის მიღება ამ მონაწილეობას ავტომატურად გადაიყვანს ახალ ხარისხში, რადგან ამოქმედდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი. ვენედიქტოვის თქმით, ასეთ ქმედებებს ექნება სერიოზული შედეგები მთელი კაცობრიობისთვის.

„ამ ნაბიჯის თვითმკვლელობითობა ესმით თავად ნატოელებს. ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება: უკრაინის ნატო-ში ან აშშ-ის ეგიდით შექმნილი რამე სხვა ალიანსებში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა ვენედიქტოვმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა