თსუ-ში რექტორის მოვალეობას ჯაბა სამუშია შეასრულებს

სულ ნახვები : 78
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის აკადემიურო საბჭოს 30-მა წევრა, საიდანაც 28-მ ჯაბა სამუშიას დაუჭირა მხარი. 

სამუშია მაქსიმუმ ექვსი თვის ვადით შეასრულებს რექტორის მოვალეობას. ის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე შეიტანა განაცხადი.

კენჭისყრის პროცესი სტუდენტების ნაწილის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მათი თქმით, არჩევნები წესის დარღვევით მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, თსუ-ს რექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც რექტორმა გიორგი შარვაშიძემ 7 ოქტომბერს საკუთარი განცხადებით აკადემიურ საბჭოს მიმართა და გადადგომა მოითხოვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები