კელი დეგნანი - მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე

სულ ნახვები : 187
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ვფიქრობ, მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე, მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ძალიან ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან არის მოსამართლეების ნაკლებობა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით“, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად დაამტკიცების შესახებ განაცხადა. 

დეგნანის თქმით, აღნიშნულის შესახებ შეფასებას ალბათ ევროკავშირის კომისია გააკეთებს.

„ამის შეფასებას გააკეთებს ალბათ ევროკავშირის კომისია. რაც შეეხება თავად მართლმსაჯულების რეფორმას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და არა მხოლოდ ნაწილი იმ 12 რეკომენდაციისა. ამაზეა საუბარი ასოცირების ხელშეკრულებაშიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის დაცვაზე. თავად პროცესი უნდა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა ოპოზიცია, ასევე დაინტერესებული მხარეები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ ინტერესი ამ სფეროსი, არამედ იმიტომაც, რომ მათ აქვთ ძალიან კარგი იდეები და მოსაზრებები. მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს რეგიონებში და მიწევს ხოლმე მოსამართლეებთან შეხვედრა. შევხვედრილვარ ძალიან ბევრ მოსამართლეს, რომლებიც მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებენ და ძალიან ბევრი მათგანი არის ერთგული, თავისი საქმის პროფესიონალი. ვფიქრობ, ამ მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე, მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ძალიან ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან არის მოსამართლეების ნაკლებობა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით“, – განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ლევან მურუსიძე (268 ხმა) და დიმიტრი გვრიტიშვილი (267 ხმა) ხმათა უმრავლესობით  და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა