თაკო ჩარკვიანი: „ოპოზიციამ ოლიგარქის სამომავლო „გრიალს“ და თარეშს ხელი შეუწყო“

სულ ნახვები : 2,156
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ს პოზიცია სწორია. მმართველი პარტიის მხრიდან გამუდმებით არის მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის მცდელობა. ეს ხელისუფლების მიერ ანტიდემოკრატიული მიდგომების მოსინჯვა. შესაბამისად, ძალიან გამიხარდა აშშ-ს მხრიდან დემოკრატიული პოზიციის დაფიქსირება. ყურდაღების მოდუნება არ შეიძლება, რადგან ხელისუფლებას კანონების გზით სურს დაამკვიდროს საქართველოში დიქტატურული წყობა. ამიტომ ყოველი განცხადება დასავლეთიდან, რომელიც დემოკრატიისკენაა მიმართული, მისაღები და კარგია",- განუცხადა CNews-ს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გუშინ, 29 აპრილს, აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადების კომენტირებისას. ამასთან, თაკო ჩარკვიანCNews-ოპოზიციის ხელმოწერის გადაწყვეტილებაზე, ამნისტიასა და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც ისაუბრა.

- როგორია თქვენი დამოკიდებულება აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, დიპლომატიური მისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრებას შემაშფოთებელს უწოდებს?

- გუშინდელი განცხადება ყველას გაგვიხარდა. აშშ-ს პოზიცია სწორია. მმართველი პარტიის მხრიდან გამუდმებით არის მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის მცდელობა. ეს ხელისუფლების მიერ ანტიდემოკრატიული მიდგომების მოსინჯვაა. შესაბამისად, ძალიან გამიხარდა აშშ-ს მხრიდან დემოკრატიული პოზიციის დაფიქსირება.

ვთვლი, რომ ყურდაღების მოდუნება არ შეიძლება, რადგან ხელისუფლებას კანონების გზით სურს, დაამკვიდროს საქართველოში დიქტატურული წყობა. ამიტომ, ყველა განცხადება დასავლეთიდან, რომელიც დემოკრატიისკენაა მიმართული, მისაღები და კარგია.

- ქალბატონო თაკო, თქვენი აზრით, „ოცნებამ“ ზემოხსენებული ცვლილებები კონსულტაციების გარეშე რატომ მიიღო?

- ოპოზიციის გადაწყვეტილება ნაადრევი იყო. „ქვემორე ხელისმომწერების“ ქმედება ძალიან არაპრინციპული აღმოჩდა. ჩვენ, ყველანი ვმუშაობდით კომპრომისისთვის და საბოლოო შეთანხმება აუცილებლად იქნებოდა, მაგრამ გააჩნია კომპრომისს. ოპოზიციის მხრიდან ხელისმომწერების უპრინციპობამ განაპირობა ხელისუფლების გათავხედება. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების ბრალი, მმართველმა ძალამ დაინახა ოპოზიციაში მყიფე ადამიანები და იმავე წამს დაიწყო იმ მოქმედებების გააქტიურება, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდა. სწორედ ამ ბმიდან გამომდინარეობს გათავხედებული ხელისუფლების კიდევ უფრო გათავხედება. ვიბრძოლებთ ადამიანები და შევცვლით ამ ხელისუფლებას, მაგრამ ისტორიაში ჩაიწერება ამ ხელისმომწერთა უპრინციპობა.

საერთოდ, ერთობა ღირებულებების გარეშე არ არსებობს. ყველამ, მათ შორის, მეც ხელი შევუწყვეთ, რომ ეს ერთობა შეგვენარჩუნებინა. სამწუხაროდ, ვიღაცებმა ვერ გაძლეს. ზოგმა ვერ გაძლო „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით. სწორედ ამ შიშმა განაპირობა ნაადრევი ხელისმოწერა და ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი. სწორედ ამიტომ, მმართველი ძალის მხრიდან ამგვარი ცვლილებების მიღების მცდელობები გამუდმებით იქნება.

ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი: ოპოზიციამ ოლიგარქის სამომავლო „გრიალს“ და თარეშს ხელი შეუწყო, რომელსაც აუცილებლად ვიხილავთ. პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ისედაც ყველა მოაწერდა შეთანხმებას ხელს, მაგრამ გააჩნია, „საჭურის“ დოკუმენტს მოაწერ ხელს თუ შენი სახელმწიფოსთვის სარგებლის მომტან შეთანხმებას, რომელიც რეფორმების გატარების შესაძლებლობას შექმნის.

- როგორია თქვენი დამოკიდებულება უცნობისგუშინდელ პროტესტზე ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით?

- რაც გუშინ ვიხილეთ, ეს „უცნობის“ ნაცნობი სიმღერა იყო. „უცნობის“ სასამართლოსთან მისვლა და პოზირება, უბრალოდ, სასაცილოა!

- კი, ამ აქციას ღიმილის ელფერი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ მოდით, საუბრის თემა შევცავლოთ და მითხარით, ამნისტიაზე რას ფიქრობთ?

- ამნისტიაზე გამუდმებითაა ლაპარაკი, მაგრამ გვავიწყდება ორი უმნიშვნელოვანესი პუნქტი.

- კერძოდ?

- ამ თემაზე მამუკა ხაზარაძის განცხადება სრული ნონსენსი იყო, რადგან კომისიის შექმნას, მინიმუმ, 2 თვე სჭირდება და ამ ხნის განმავლობაში ნიკა მელიას ციხეში ტოვებენ? მეორე, თუ მურუსიძე-ჩინჩალაძე 20-30 წლით დარჩა, სასამართლო კლანისგან როგორ უნდა გასუფდავდეს? სწორედ ამიტომ არ ვაწერდით ბუნდოვანებას ხელს და ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს დასავლური პარტნიორებისთვის გადაბრალება. აშშ-ს ელჩმა და კუბილიუსმაც თქვეს, რომ სახელმწიფოს გადასაწყვეტია ამნისტიის საკითხი.

ხელისუფლებას ნიკა მელიას საქმის სწორი გადაწყვეტა ძალიან მარტივად შეუძლია, მაგრამ ამას, უბრალოდ, არ აკეთებს და სწორედ იმიტომ, რომ რამდენიმე "უსუსურმა" ოპოზიციონერმა წყალი მის წისქვილზე დაასხა.

ოპოზიცია იბრალებს რურუას შეწყალებას. ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე ამნისტიის სანაცვლოდ რომ დათანხმებულიყო, რურუასაც და მელიასაც უშვებდნენ. სწორედ ამიტომ, ხელმომწერების განცხადებები მტკნარი სიცრუეა. უბრალოდ, მათ სხვა გზა არ აქვთ, თავი რაიმეთი უნდა გაიმართლონ. არ არსებობს ადამიანი, ვინც ამ გადაწყვეტილებას გაამართლებს. ძალიან უხერხულია, როდესაც კოლეგა ოპოზიციონერი პოლიტპატიმარია და ხელისმოწერაზე თანხმდები. სად მირბიხარ? სად მიქრიხარ? ეს არის სწორედ პოლიტიკური უზნეობა. მათი დამსახურება მხოლოდ ისაა, რომ ახლა იბრძვიან პარლამენტში ამნისტიის კანონის მისაღებად. ყველაფერი ეს მივიღეთ სწორედ მათი „საცოდაობის“ და უპრინციპობის გამო.

CNews, ნიკა არქანია

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა