ბათუმის თეატრმა თამარ მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა

სულ ნახვები : 741
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, ტელეკომპანია „იმედი“-ს დღის ეთერში, მსახიობ თამარ მაყაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომელთან დაკავშირებით მსახიობმა საზოგადოებას ბოდიშიც მოუხადა, მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, თეატრმა განცხადება დღეს, 1 ოქტომბერს გაავრცელა. 

„ბათუმის ილია ჭავჭავაძის  სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ  შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს. 

ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და  მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები.

აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა
კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა