რისთვისაც 6 წელი ვიბრძოდით ეს სიმართლე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა - გიორგი ფანცულაია

სულ ნახვები : 166
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უფლებადამცველი გიორგი ფანცულაია, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში დაცვის მხარეს წარმოადგენდა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

CNews-ფანცულაიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„განცხადება ე.წ. ციანიდის საქმეზე! 

უპირველეს ყოვლისა ვულოცავ დეკანოზ გიორგი მამალაძეს და მის ოჯახს ამ დიდი გამარჯვებას!

გიორგი მამალაძე სიმბოლოა გაუტეხელობის! 

ამ საქმეზე თითქმის 6 წლიანი უთანასწორო ბრძოლის შედეგად დადგა ის მომენტი, როცა შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რისთვისაც 6 წელი ვიბრძოდით და ვამტკიცებდით და ეს სიმართლე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა და აღიარა!

ორმაგად სასიხარულოა, როცა ის მტკიცებულებები, რაც სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა უშუალოდ ჩემი და ჩემი კოლეგების მიერაა მოპოვებული ზოგჯერ სიცოცხლის და უსაფრთხოების რისკის ფასად (სამ სხვადასხვა ფაქტზე ვარ დაზარალებულად ცნობილი გამოძიების მიერ ციანიდის საქმის გამო: პირველი თუ არ გავჩერდებოდი ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე, მეორე არგაჩერების გამო ჩემს ავტომობილზე თავდასხმა და მესამე ასევე უკანონო მოსმენა და თვალთვალი).

მადლობა ყველა იმ კოლეგას ვინც ამ საქმეზე სხვადასხვა ფორმით უდიდესი საქმე გასწია მია ზოიძემ, მიხეილ რამიშვილმა, სულხან კომახიძემ, პაატა მეხრიშვილმა, ეკა ლომიძემ და ნიკა გვარამიამ. რაც გახდა საწინდარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გამარჯვების, რომელზეც წარმატებით იმუშავა ადვოკატმა დავით ჯანდიერმა.

პირველ რიგში მეუფე პეტრეს და ასევე უდიდესი პატივისცემა იმ სასულიერო პირებს, ვინც ე.წ. ციანიდის საქმეზე სიმართლის გამო ყველაფერი დადეს სასწორზე და ასევე უდიდესი პატივისცემა დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობრებს (რაულ აგიკიანს, ტატო შავიშვილს და სხვებს) და საზოგადოებას ვინც კონფორმიზმის გამო ან სხვა მოტივებით, უარი არ თქვა სიმართლის მხარეს დგომაზე!

მადლობა მედიას!

P.S. ეს ნამდვილად იყო ეპოქალური საქმე და ამიტომაც ეწოდა "საუკუნის საქმე", ვინაიდან დაანგრია მითი სისტემის უძლეველობისა და ამხილა რიგი იმ პირებისა, ვინც ათეულობით წელია საპატრიარქოს ადმინისტრაციიდან ნაწილობრივ დაეპატრონა ჩვენს საუკუნოვან დედა ეკლესიას და ხშირ შემთხვევაში უკანონოდ მართავენ მას...“, - წერს ფანცულაია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები