ზურაბ აზარაშვილი - წამლებზე ფასის ზედა ზღვარის დაწესებასთან დაკავშირებით შემოწმებები გამკაცრდება

სულ ნახვები : 226
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, წამლებზე ფასის ზედა ზღვარის დაწესებასთან დაკავშირებით, შემოწმებისა და მონიტორინგის სიხშირე კიდევ უფრო გაიზრდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღსრულების ნაწილთან დაკავშირებით აღნიშნა, კანონის პროექტში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ შედის გამკაცრებაც, რომელიც შეეხება სხვადასხვა ტიპის სანქციებს.

„სანქციები პირველ შემთხვევაზე გულისხმობს გაფრთხილებას, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე 5 000-დან 45 ათას ლარამდე დაჯარიმებას, როგორც საცალო ქსელში მყოფი აფთიაქების, ასევე დისტრიბუტორების და საბითუმოდ მოვაჭრეების. ეს რადგან ისეთი რეგულაციაა, რომელიც ყველამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას, აქ ძალიან მნიშვნელოვანია სანქციების ნაწილიც და შემოწმებების, მონიტორინგის ის სიხშირეც, რაც დაგეგმილი გვაქვს, რომ აქტიურად გავაგრძელოთ. დღესაც საკმაოდ აქტიურად მიდის, მაგრამ ამის შემოტანის შემდგომ, ამ ნაწილშიც გავაკონტროლებთ. ასევე აფთიაქებს დისტანციურად ექნებათ ინფორმაციის ონლაინრეჟიმში მოწოდების ვალდებულება. ჩვენ დავინახავთ მათ ბაზებს, თუ რა ფასად ყიდიან, რაც გაცილებით გაგვიმარტივებს აღსრულების ნაწილს“, -  განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მედიცინა ► Მეტის ნახვა