ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც - ამონაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ გადამალული წესდებიდან

სულ ნახვები : 1,545
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წესდება ახალი რედაქციით მიღებულია 2019 წლის 24 მარტს  პარტიის მერვე ყრილობაზე.

ყრილობის თავმჯდომარე იყო თინა ბიკუჩავა. 

პარტიის წესდება სულ ათი თავისაგან შედგება, მასში დეტალურად გაწერილია პარტიის საქმიანობის მიზნები ამოცანები და მათი განხორციელების ფორმები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სტრუქტურა წესდების მეხუთე თავის მიხედვით ასე გამოიყურება: გაერთიანების უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა გაერთიანების ყრილობა, რომელიც მოიწვევა ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, ყროლობა ( რიგგარეშე ყრილობა )  შეიძლება მოწვეულ იქნას გაერთიანების თავმჯდომარის, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მიერ გაერთიანების წევრთა 10 %-ის ან პოლიტიკური საბჭოს ინიციატივით, ეს წესი ვრცელდება როგორც ყრილობის,ასევე რიგგარეშე ყრილობის მოწვევაზე.

ყრილობის მონაწილე გაერთიანების წევრების, ან დელეგატების რეგისტრაცის წესს ყრილობაზე მოსაწვევ გაერთიანების წევრთა ან დელეგატთა (არანაკლებ 200 დელეგატისა ) რაოდენობასა და დელეგატთა არჩევის წესს გაერთიანების თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო.

ყრილობა უფლებამოსილია თუ მასში მონაწილეობს გაერთიანების წევრთა ან დელეგატთა ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება ყრილობაზე გაერთიანების წევრთა ან დელეგატთა ხმების უმრავლესობით, ყრილობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებისადმი ხმის მიცემა დასაშვებია ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამით, ხელის აწევით, დისტანციურად ან ყრილობის მიმარ წერილობითი განცხადების კენჭისყრის დაწყებამდე წარმოდგენით

ყრილობის განსაკუთრებული პრეროგატივაა გაერთიანების წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, გაერთიანების თავმჯდომარის, პოლიტიკური საბჭოს, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის,  გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის წესის დადგენა და სარევიზიო კომისიის არჩევა, გაერთიანების რეორგანიზაციის და თვითლიკვიდაციის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

გაერთიანების ყრილობის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით და მას ხელს აწერს ყრილობის თავმჯდომარე და ყრილობის მდივანი. ენმ-ს პოლიტსაბჭო  არის ყრილობებს შორის პარტიის ხელმძღვანელი ორგანო,ირჩევა ყრილობის მიერ ოთხი წლის ვადით და შედგება არანაკლებ 21 წევრისა.გარდა წესდებით განსაზღვრული შემთხვევებისა, პოლიტსაბჭოს პრეროგატივაა შიდაპარტიული არჩევნების(პრაიმერისის)გზით ასარჩევი პირების ნუსხის (ჩამონათვალის )განსაზღვრა

გაერთიანების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით,რომელსაც ხელს აწერს გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე,

ყრილობის მიერ  არჩეული თანამდებობის პირების მიერ თანამდებობების დატოვების ან მოვალეობის სხვადასხვა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში,პოლიტიკური საბჭოს უფლებამოსილია გაერთიანების მომდევნო ყრლობის გადაწყვეტილებამდე აირჩიოს სხვა პირები შესაბამის თანამდებობებზე.

გაერთიანების ხელმძღვანელ სტრუქტურაში შედის  გაერთიანების თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო, გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ,მმართველობითი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წესდება პარტიის საიტზე გამოქვეყნებული არ არის, ის არც საჯარო რეესტრის ბაზაშია ხელმისაწვდომი.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა