ექსკლუზივი: ვინ შეცვლის ნიკა მელიას - პარტიული შეთქმულების გაუხმაურებელი დეტალები

სულ ნახვები : 6,402
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის სავარძლისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში გადავიდა. ნიკა მელია, გიორგი ჩალაძე, გიორგი მუმლაძე უკვე ღიად აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

პარტიის მეორე ფრთა, რომელსაც ორი ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს, რევანშისთვის ემზადება !

რას უყვება სანდო წყარო "cnews" - ს პარტიის კულისებიდან?

უკვე საიდუმლო არაა, რომ ხაბეიშვილის ანტიკორუფციულ ბიუროს კეზერაშვილი აფინანსებს, თავდაცვის ექს შეფს იმდენად მოეწონა ხაბეიშვილის მორჩილება, "ენმ" - ს თავმჯდომარის პოსტზე მას ლობირებდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე ექს მერს, გიგი უგულავას გაუჭედია, სასაცილოები გავხდებითო, შემდეგი არჩევანი ხატია დეკანოიძეზე შეუჩერებიათ, მაგრამ დეკანოიძე გაბრაზებულა, მე სათადარიგო მოთამაშე არ ვიქნებიო. თან როგორც ჩვენი წყარო ამბობს, გაზაფხულზე დეკანოიძე ამერიკაში აპირებს საცხოვრებლად გადასვლას, სამსახურიც ნაშოვნიც აქვს, ფრაქციის თავმჯდომარეობისთვის კი რომან გოცირიძე ემზადება.

ამ ეტაპზე ექს მინისტრების არჩევანი პეტრე ცისკარიშვილზე შეჩერებულა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მომდევნო კვირაში დაასახელებენ. ყრილობაზე კი დეპუტატებს ისე შეარჩევენ,

ნიკა მელია არჩევნებს წააგებს.

ცისკარიშვილის თავმჯდომარეობის პირობებში, პარტიაში 2016 წელს განდგომილები დაბრუნდებიან. გიგი უგულავას,ზურაბ ჭიაბერაშვილის, გოკა გაბაშვილის და სხვების თანხმობა უკვე მიღწეულია.

ამის შემდეგ, ნაციონალურ მოძრაობას ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ელენე  ხოშტარიაც შეუერთდებიან. ამ გაერთიანების წინაპირობაა  ის ფაქტიც რომ დღეს, ბათუმში გამართულ სამეულის შეხვედრას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჯაფარიძე კი ნაცებთან ალიანსზე ღიად ალაპარაკდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ეს პროცესი ოთხი თვიდან ექვს თვემდე გაგრძელდება, შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭო რიგგარეშე ყრილობას მოიწვევს და პარტიის თავმჯდომარის პოსტს ვანო მერაბიშვილს ჩააბარებს.

გეგმის ავტორები ფიქრობენ, რომ შს ყოფილ მინისტრს ძალოვან უწყებაში ბევრი საყრდენი ყავს და კრიტიკულ მომენტში პოლიციელები ოპოზიციის მხარეს გადმოვლენ !

კეზერაშვილი ფიქრობს, რომ 2012 წლის ივანიშვილის ტაქტიკა გამოიყენოს, სხვადასხვა შეხედულებების და მიმართულებების პარტიები ერთ დიდ კოალიციად გააერთიანოს და 2024 წლის არჩევნებისთვის ფორმულით-ყველა მინუს ივანიშვილი აქტიურად მოემზადოს.

ამ სცენარის ავტორს, ერთი მნიშვნელოვანი გარემოება რჩება ყურადღების მიღმა. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მეცენატის სტატუსით შემოვიდა, ზემოხსენებულ ყველა პირს კი მძიმე პოლიტიკური ბეგრაუნდი მოყვება ტვირთად.

ბოლო გამოკითხვებით, ამომრჩეველთა 72%-ს  ახალი პოლიტიკური ძალის ხილვა სურს და არა გაცვეთილი, ძველი სახეების.



Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები