საზოგადოებას მოუწევს გაიგოს გაუგონარი ფაქტები, ყველაფერი გაჟღერდება - შალვა ხაჭაპურიძე

სულ ნახვები : 2,017
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სასამართლო პროცესებზე საზოგადოებას მოუწევს გაუგონარი სიმართლის გაგება თუ ხდება სააკაშვილთან მიმართებაში.

მისი თქმით, მათ აქვთ ყველა ფაქტი და მტკიცებულება:

"ადამიანი თავისი ფეხით შევიდა და დღეს ვერ გადაადგილდება. რატომ აქვს სააკაშვილს სიცხე, რატომ ვერ გადაადგილდება, რატომ აქვს სახსრების აუტანელი ტკივილები, რატომ სცვივა თმები, ტყდება ფრჩხილები, დაავადებებში მთელი ორგანიზმია ჩათრეული. რატომ  არის ყველი კვლევისას ახალი დაავადებები, ამ რატომ-ზე პასუხები მესმის გაუგებარი, თურმე მას სტრესი აქვს. სტრესის გამო სიცხე შეიძლება ჰქონდეს ერთი ან 2 დღე და არა რეგულარულად.

ის ვერ კითხულობს წიგნებს, სინათლე დააკლდა თვალში, საკვებს ვეღარ იღებს.ჩვენ, ადვოკატები ბევრი რამის გაჟღერებიგან თავს ვიკავებთ, როცა სასამართლო პროცესები დაიწყება საზოგადოებას მოუწევს გაიგოს გაუგონარი ფაქტები. მის ჯანმრთელობაზე, მკურნალობაზე, ყველაფერი გაჟღერდება სასამართლოზე. 4  თვეა დღე და ღამ უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ, რომ ეს მტკიცებულებები მოგვეპოვებინა" - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე ტვ პირველთან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა