არაადამიანობის მწვერვალი - ვატო შაქარიშვილი მაია ნადირაძის განცხადებაზე

სულ ნახვები : 662
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„უსისხლობა და არაადამიანობა“ - ასე აფასებს სოციალურ ქსელში, ორგანიზაცია „აი იას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, ენმ-ს ყოფილი წევრი მაია ნადირაძის განცხადებას, რომელიც მან „ტვ პირველის“ ეთერში გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

შაქარიშვილის თქმით, ამ განცხადებაში კარგად გამოჩნდა ენმ-ს რეალური სახე.

„„არ ვიცი, რა ჰქვია ამას…?! უსინდისობის, უსისხლობის, არაადამიანობის მწვერვალი…?! არ მყოფნის სიტყვები… ეს არის მთლიანად „ნაცმოძრაობის“, მათი მხარდამჭერების (ქვეყნის შიგნით თუ გარეთ) მორალური სახე!!!“, - წერს შაქარიშვილის.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლის მაია ნადირაძის განცხადებით, იმ ცნობილი საქმეების მსგავსი (გირგვლიანი-რობაქიძე), რომლითაც თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ კარგად ისარგებლა, მოქმედი ხელისუფლების პერიოდშიც არსებობდა, თუმცა საქმე ერთგვარი შერჩევითობის პრინციპით წარიმართა და იმ ადამიანებს, ვინც მაშინ ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბრობდნენ, ამ შემთხვევების დროს აქტიურობა არ გამოუჩენიათ.

„ყველაფერს მივედ-მოვედოთ და არაფერი ვთქვათ, მოდი, ვთქვათ. ყველაფერი თვლადია, ხომ. ერთი გირგვლიანი  შეიძლება, ვიძახოთ იმდენ ხანს… ეს იყო, ვაღიარეთ ყველა თვალსაზრისით, ყველა საკანონმდებლო ინსტანციით, ყველაფერი გავაკეთეთ, როგორც კანონით იყო, ხომ. არა, ეგრე არა, უნდა ჩამოგეხრჩოთო, სააკაშვილი უნდა დაგეკიდათ ფეხებითო, მოთხოვნა იყო ეს. ხომ თვლადია ყველაფერი. ერთ გირგვლიანზე, თუ კიდევ ვიღაცას ამბობენ ხოლმე ერთს. მას შემდეგ რამდენი ასეთი მოხდა. ის ხალხი რატომღაც ასე არ რეაგირებდა“, - განაცხადა ნადირაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები