„გადამასვენებინეთ შვილი სახლში“ - თურქეთში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის დედა დახმარებას ითხოვს

სულ ნახვები : 1,235
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი 15 წლის გორელი მოზარდის დედა რუსუდან ხუციშვილი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს.

რუსუდან ხუციშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე მას საქართველოდან არავინ დაკავშირებია და არ იცის, კიდევ რამდენხანს ვერ შეძლებს შვილის გადმოსვენებას.

„ამ დრომდე არავინ არ დამკავშირებია. მივმართავ საქართველოს მთავრობას, ძალიან გთხოვთ ჩემი შვილი გადმომასვენებინეთ საქართველოს მიწაზე. ეს უნდა მოხდეს სწრაფად. თუ აპირებთ რომ რამეში დამეხმაროთ, დამეხმარეთ, რამდენი დღე უნდა იყოს ბავშვი მაცივარში. გადამასვენებინეთ, რომ დაიტიროს მამამ და ახლობლებმა“, – ამბობს რუსუდან ხუციშვილი.

გორელი მოზარდი ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ, კვირას თურქეთის კლინიკა Medistate Hospital- ში გარდაიცვალა. ოჯახს კლინიკის დავალიანება 44 000 დოლარი აქვს გადასახდელი და ვიდრე თანხას არ დაფარავენ საავადმყოფო მოზარდის გადმოსვენების უფლებას არ აძლევს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები