გიორგი არველაძე: „ქვეყნის ერთი მეოთხედი არის ქვეყნის მოღალატე“

სულ ნახვები : 444
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25%-30% სტაბილურად შედგება გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი მოღალატეებისაგან.

„ერთ მეცნიერულ ჭეშმარიტებას გაგიმხელთ, მაგრამ არ გეწყინოთ.

მრავალწლიანი საზოგადოებრივი აზრის კვლევების ანალიზის შედეგების საფუძველზე, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25%-30% სტაბილურად შედგება: ა) გაცნობიერებული მოღალატეებისაგან; ბ) გაუცნობიერებელი მოღალატეებისგან, ანუ იმდენად უვიცებისგან, რომ საკუთარ მოღალატეობას ვერც აცნობიერებენ.

ჯამში ქვეყნის ერთი მეოთხედი არის ქვეყნის მოღალატე. ეს დიდი ეროვნული ტრაგედიაა.

და ამაზე არავინ ლაპარაკობს“, - წერს  გიორგი არველაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები