ზუგდიდში მოზარდის მკვლელობის საქმეზე ერთი არასრულწლოვანია დაკავებული

სულ ნახვები : 134
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ზუგდიდში მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი არასრულწლოვანი, 2005 წელს დაბადებული ე.ც.

შსს-ს გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ე.ც. -მ ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს — 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ე ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა