კენიამ ივანიშვილის ოცნებას ვეტო დაადო - რატომ აიკრძალა ბაობაბის მოთხრა და ქვეყნიდან გატანა?

სულ ნახვები : 1,116
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კენიის პრეზიდენტმა უილიამ რუტომ, ბიძინა ივანიშვილის ოცნებას ვეტო დაადო, უფრო კონკრეტულად კი რუტომ გაითვალისწინა კენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ქვეყნის ტერიტორიაზე ბაობაბის ხეების მოთხრასა და მის საზღვარგარეთ გატანასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, კენიის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს, ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ივანიშვილმა კენიიდან რვა ერთეული ბაობაბის ხე გაიტანა.

„სახელმწიფო კანონმდებლობის და პროტოკოლების დარღვევით უცხოურმა კომპანიამ მოთხარა და გადაიტანა რვა ერთეული ბაობაბი, მე ვეთანხმები კენიის გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელმაც უკან გაიწვია შესაბამისი ლიცენზია. ასევე გაუქმებულია ის სანებართვო ფორმა, რომელიც ამ ხეების ტრანსპორტირებისთვის იყო საჭირო“, - განაცხადა პრესსამსახურმა.

ცნობისთვის, ივანიშვილი ბაობაბის ასწლოვან ხეებს დენდროლოგიურ პარკში რგავდა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები