ესპანეთმა კოსტა რიკა გაანადგურა

სულ ნახვები : 16
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, როგორც იქნა, ფავორიტმა ფავორიტული თამაში აჩვენა. ესპანეთის ნაკრებმა კოსტა რიკა არ დაინდო და 7:0 გაანადგურა.

პირინეელებმა პირველ ტაიმში 3 გოლი გაიტანეს: პირველ ტაიმში თავი დანი ოლმომ, მასრკუს ასენსიომ და ფერან ტორესმა (პენალტით) გამოიჩინეს, მეორეში ტორესმა დუბლი შეასრულა, შემდეგ გავიმ და კარლოს სოლერმა შეაგდეს, ხოლო საბოლოო წერტილი ალვარო მორატამ დასვა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ, ჯერჯერობით, ესპანეთი საჩემპიონო გუნდი ჩანს. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ერთი მატჩით. ამასთან, საქმეში არ ჩართულან ბრაზილიელები...

23 ნოემბერს კიდევ ერთი მატჩი გაიმართება – ბელგია-კანადა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები