ბელგიამ კანადა ბრძოლაში დაამარცხა

სულ ნახვები : 218
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის დღევანდელი დღე ბელგიისა და კანადის ნაკრებების მატჩმა დახურა. ბელგიამ მძიმე ბრძოლაში 1:0 მოიგო.

კანადელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და მე-10 წუთზე პენალტის დარტყმის უფლებაც მიიღეს, მაგრამ მათმა ლიდერ ალფონსო დევისს ბელგიელთა მეკარე ტიბო კურტუამ აჯობა.

ვერ გაიტანა კანადამ და დაისაჯა – ტაიმის ბოლოს მიჩი ბაჩუაი გაიცა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში კანადელებს სურდათ მატჩი გადაერჩინათ, მაგრამ ამაოდ გაისარჯნენ და დამარცხდნენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები