ბითაძე ათამაშეს, მამუკელაშვილი ისევ სკამზეა

სულ ნახვები : 21
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მოედანს დაუბრუნდა. თავად ინდიანელები შინ მინესოტა ტიმბერვულვზს დაუხვდნენ და 101:115 დამარცხდნენ.

ბითაძე პარკეტზე 15 წუთით შეუშვეს, რა დროშიც და 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ჩვენებურმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველი ცენტრი მასპინძელთა რიგებში ერთადერთი იყო, ვისაც დადებითი +/- კოეფიციენტი ჰქონდა.

ინდიანას 10 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრასაც შინ, ბრუკლინ ნეტსთან გამართავს.

ზედიზედ ცხრა მოგებით დაწყებული სტარტი თანდათან გააუფერულა სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსმა, რომელიც ბოლო 8 მატჩიდან ხუთში დამარცხდა. ამჯერად „ხარირმები“ შინ, ჩიკაგო ბულსთან დამარცხდნენ – 113:118.

მამუკელაშვილი გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია. მილუოკი 12 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორეა, მომდევნო მატჩი კი, კლივლენდ კავალიერსთან ელის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები