მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა მიწა, რომელიც დაახლოებით 18 000 ათასი კვადრატული მეტრია - კახა კალაძე

სულ ნახვები : 189
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მინდა, მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას, ყველა ახალგაზრდას, ყველა ადამიანს, ვინც მზიურის პარკით სარგებლობს, რომ მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა მიწა, რომელიც დაახლოებით 18 000 ათასი კვადრატული მეტრია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „მზიური“ ქალაქის თანამედროვე ისტორიისა და კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

„იცით, რომ ორი წლის წინ მოხდა პარკის სრული განახლება და თბილისელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. თუმცა, ჩვენ ვერ მოვახერხეთ სრულყოფილად პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რადგან გარკვეული ტერიტორია იყო კერძო საკუთრებაში. ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან. მინდა, გადაწყვეტილება გავაცნო თბილისელებს – მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა აღნიშნული მიწა, რომელიც დაახლოებით 18 000 ათასი კვადრატული მეტრია. ეს არის მზიურის პარკის გაყოლებაზე. ეს ტერიტორია დღეს არის ცუდ მდგომარეობაში, რადგან კერძო საკუთრებაში შეუძლებელი იყო სამუშაოების წარმოება. კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოხდება ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა. დედაქალაქის მთავრობაზე საკითხი უკვე გავიტანეთ, გადაიგზავნება საკრებულოში და გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

მინდა, მივულოცო ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია რეკრეაციული სივრცეები, მწვანე არეალები და განსაკუთრებით მზიურის პარკი, რომ დამატებით ორ ჰექტრამდე ტერიტორია მიემატება პარკს. ჩვენ დავიწყებთ პროექტის მომზადებას, რომ შემდეგ ეტაპზე განხორციელდეს ისეთივე ლამაზი პროექტი, რომელიც „მზიურის“ შემთხვევაში მოხდა. თბილისელებს ექნებათ უფრო მეტი სივრცე გართობისა და დასვენებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა