ოკუპირებულ სოფელ არცევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

სულ ნახვები : 157
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - აღნიშნავენ უწყებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა