„ქართული ოცნების“ ვერცერთი წევრი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ გრძნობს - ხათუნა სამნიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

სულ ნახვები : 59
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ეს საკითხი არის ძალიან მძიმე და „ქართული ოცნება“ ამას ვერ იაზრებს - იმდენად სძლევთ ზიზღი. ეს სცდება პოლიტიკას და სწორედ ამაში არის უბედურება“ - ასე აფასებს „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე მმართველი გუნდის დამოკიდებულებას, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.

სამნიძის განცხადებით, რთულია რაიმე კონკრეტული ვარაუდები გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიმოქმედებს „ოცნება“.

„როდესაც ვესაუბრები ჩემს მეგობრებს „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან იყვნენ, მათ შორის ფრაქციის თავმჯდომარეს, ისინი ამბობენ, რომ ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და მათი მხრიდან ეს ინფორმაცია ჩემთვის არის სანდო. მგონია, რომ ეს საკითხი არის ძალიან მძიმე და „ქართული ოცნება“ ამას ვერ იაზრებს - იმდენად სძლევთ ზიზღი. ეს სცდება პოლიტიკას და სწორედ ამაში არის უბედურება. „ქართულ ოცნებაში“ იმდენად მეტია პოლიტიკისგან დაცლილი გადაწყვეტილებები, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კი არა, საკუთარი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რომ რთულია ვისაუბრო, „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ადეკვატურად შეხედოს ამ პროცესს.

„ქართული ოცნების“ ვერცერთი წევრი [მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე] პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ გრძნობს - მათ იციან, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება და ირიდებენ საკუთარ პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში და უმრავლესობაში არიან, ვიღაც პრემიერ-მინისტრია, სპიკერია, უმრავლესობის ლიდერია, პარტიის თავმჯდომარეა, ისინი მაინც თვლიან, რომ პასუხისმგებლობა სრულად არის ბიძინა ივანიშვილზე“, - განაცხადა სამნიძემ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები