თუ საქონელი არ ეყოლება ხალხს, რა უნდა ვაკეთოთ სოფელში - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

სულ ნახვები : 213
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 საოკუპაციო ხაზთან სოფელ დიცში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს, მათი თქმით, პროტესტის მთავარი თემა ხელისუფლების მხრიდან საძოვრების გასხვისებაა, რომლითაც ისინი საქონელს კვებავდნენ. მოსახლეობის თქმით, მათ ორი მხრიდან აქვთ საფრთხე ერთი რუსი სეპარატისტების და მეორე ხელისუფლების, რომელიც მათ ლუკმა პურს ართმევს.

„იქიდან ოკუპაცია რუსები და სეპარატისტი ოსები გვაწუხებენ, აქედან მთავრობა გვიყიდის მიწებს და არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენო ოჯახები გამოვკვებოთ და საქონელი ვიყოლიოთ. თუ საქონელი არ ეყოლება ხალხს, რა უნდა ვაკეთოთ სოფელში. მოთხოვნა არის ხალხის, რომ სახელმწიფომ დააშავა, სახელმწიფომ გაგვიყიდა მიწები და ის სახელმწიფო ვალდებულია, რომ დაგვიბრუნოს. პასუხისმგებლობა არის ამ მთავრობის“, - აცხადებს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა