„დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ინადგურებს“ - ბექა დავითულიანი

სულ ნახვები : 71
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნაციონალური მოძრაობა“ თავს ინადგურებს, – ამის შესახებ საპარამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„როცა წლების განმავლობაში ცდილობ, რომ ქვეყანაში დესტრუქცია შექმნა, ეს ბუმერანგივით უკან გიბრუნდება და თავს საკუთარ პარტიასა და სოციუმში ინადგურებ. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ინადგურებს, რადგან არჩევნები როგორც არ უნდა დასრულდეს, ნებისმიერი შედეგით, თუ ნიკა მელია დარჩება, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის საფრთხის ქვეშ დადგება, თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ, ფრიად მხიარული მდგომარეობა იქნება, რადგან მისი კანდიდატობა მათი მხრიდან ღრმად არასერიოზული გადაწყვეტილებაა“,- განაცხადა დავითულიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები