„ევროპულ სტრუქტურებთან გვაქვს კონსულტაციები, რომელსაც მალე დავასრულებთ და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“ - ოხანაშვილი დეოლირგაქიზაციის კანონზე

სულ ნახვები : 57
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებულ საკითხს ნათელი რომ მოეფინოს და გაურკვევლობები არ იყოს, ევროპულ სტრუქტურებთან კონსულტაციები აქვთ, რის შემდეგაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„გაურკვევლობები რომ არ იყოს და უფრო ნათელი მოეფინოს ამ საკითხს, კონსულტაციის რეჟიმში ვართ ევროპულ სტრუქტურებთან, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ვენეციის კომისია მუშაობს ამ კანონპროექტზე დასკვნის დასადებად, თუმცა ვაზუსტებთ ამ საკითხებს. მოისმინეთ ასევე ქალბატონი აშშ-ის ელჩის მოსაზრება, ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს კონკრეტული ოფიციალური განცხადება ევროკავშირის ელჩის მხრიდან, გარკვეული თავშეკავებაა ამ საკითხზე კომენტირებისას. ამიტომ, რომ გაირკვეს, რა ხდება ამ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია ამზადებს დასკვნას, არ ამზადებს, რაიმე შეფერხება იქნება, თუ რა იქნება, და აქედან გამომდინარეც მივიღოთ გადაწყვეტილება, დასკვნა გავაგზავნოთ თუ – არა, ვართ კონსულტაციის რეჟიმში. პრინციპული წინააღმდეგობა გაგზავნა, არ გაგზავნასთან დაკავშირებით არ გვაქვს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები