როცა წლების განმავლობაში ცდილობ, ქვეყანაში დესტრუქცია შექმნა, ეს ბუმერანგივით უკან გიბრუნდება და თავს საკუთარ პარტიასა და სოციუმში ინადგურებ - დავითულიანი ენმ-ზე

სულ ნახვები : 54
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

როცა წლების განმავლობაში ცდილობ, ქვეყანაში დესტრუქცია შექმნა, ეს ბუმერანგივით უკან გიბრუნდება და თავს საკუთარ პარტიასა და სოციუმში ინადგურებ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

დავითულიანის შეფასებით, „დღეს „ნაციონალური მოძრაობა" თავს ინადგურებს“.

„არჩევნები როგორც არ უნდა დასრულდეს - თუ პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია დარჩება, "ნაციონალური მოძრაობა" დაშლის საფრთხის ქვეშ დადგება, თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ, ფრიად მხიარული მდგომარეობა იქნება. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ხაბეიშვილის კანდიდატობა ღრმად არასერიოზული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები