რატომ არ მოაწერა სომხეთმა ხელი CSTO-ს დოკუმენტს?- პარლამენტის თავმჯდომარის განმარტება

სულ ნახვები : 202
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენი  მოლოდინი  CSTO-სგან არ გამართლდა, ამიტომ სომხეთმა არ მოაწერა ხელი დოკუმენტს ერევანში ორგანიზაციის სამიტის შემდეგ. ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განუცხადა, იუწყება Aysor-ი.

 „თუ ისინი გაამართლებდნენ ჩვენს იმედებს, დოკუმენტს მოაწერდნენ ხელს“, - დასძინა მან.

კითხვაზე,  რჩება თუ არა სომხეთის დღის წესრიგში CSTO-დან გასვლის საკითხი, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: „ასეთი განცხადება არასდროს გაგვიკეთებია"

აღსანიშნავია, რომ 23 ნოემბერს, CSTO-ს სამიტის შედეგების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა  უარი თქვა საბოლოო დეკლარაციაზე ხელმოწერაზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა