რატომ არ მოაწერა სომხეთმა ხელი CSTO-ს დოკუმენტს?- პარლამენტის თავმჯდომარის განმარტება





...
ჩვენი მოლოდინი CSTO-სგან არ გამართლდა, ამიტომ სომხეთმა არ მოაწერა ხელი დოკუმენტს ერევანში ორგანიზაციის სამიტის შემდეგ. ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განუცხადა, იუწყება Aysor-ი.
„თუ ისინი გაამართლებდნენ ჩვენს იმედებს, დოკუმენტს მოაწერდნენ ხელს“, - დასძინა მან.
კითხვაზე, რჩება თუ არა სომხეთის დღის წესრიგში CSTO-დან გასვლის საკითხი, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: „ასეთი განცხადება არასდროს გაგვიკეთებია"
აღსანიშნავია, რომ 23 ნოემბერს, CSTO-ს სამიტის შედეგების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა უარი თქვა საბოლოო დეკლარაციაზე ხელმოწერაზე.