მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ დღეს დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით

სულ ნახვები : 258
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ დღეს დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

როგორც ჯიშკარიანი წერს, „ემპათიას“ დასკვნა ასახავს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და საჭიროა მისი სასწრაფო გადაყვანა ევროპის, ან აშშ-ს მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

„ცენტრი „ემპათია“-ს განცხადება, მიხეილ სააკაშვილის დასკვნასთან დაკავშირებით: ჩვენ არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას, სამწუხაროდ, ეს არავინ გაიზიარა. ამჟამად, ჩვენი დასკვნა ასახავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ს მულტი პროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს“, - წერს „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა