შვეიცარიამ კამერუნი მინიმალური სხვაობით დაამარცხა

სულ ნახვები : 82
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი დღე შვეიცარიისა და კამერუნის მატჩებით დაიწყო. დაძაბულ ბრძოლაში ევროპელებმა 1:0 მოიგეს.

არადა, პირველ ტაიმში კამერუნი უკეთ გამოიყურებოდა, რამდენიმე ხიფათიც შემქნა მეტოქის კართან, მაგრამ შვეიცარიელთა მეკარე იან ზომერი და დაცვა ჩინებულად ირჯებოდნენ.

შესვენების შემდეგ უკვე შვეიცარია ათამაშდა და მალევე გოლიც გაიტანა – კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში დაბადებულმა ბრელ ემბოლომ შეაგდო და ისტორიული სამშობლოს კარში გატანილი გოლიც არ აღნიშნა.

დარჩენილ დროში კამერუნი შეეცადა რამე შეეცვალა, მაგრამ ზომერი და დაცვა შეუვალი იყო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები