მთავარი არის, რომ გაჯანსაღდეს პარტია, მე მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილს - ბოტკოველი

სულ ნახვები : 53
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს, ამას არ აქვს მთავარი მნიშვნელობა, მთავარი არის, რომ გაჯანსაღდეს პარტია, მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილს

გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა ხატია დეკანოიძის განცხადებაზე, რომელშიც დეკანოიძე ლევან ხაბეიშვილზე საუბრობს.

„ყველას აქვს განსხვავებული მოსაზრება და ხატიასაც აქვს უფლება, თავისი მოსაზრება გამოთქვას. რატომ მქონდა სურვილი, რომ პარტიაში დანიშნულიყო არჩევნები? დამატებითი ლეგიტიმაციის საშუალება მიეცემა პარტიას და თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც ხმა უნდა მისცენ ჩვენმა მხარდამჭერებმა. ვინ გაიმარჯვებს, ამას არ აქვს მთავარი მნიშვნელობა. მთავარი არის, რომ გაჯანსაღდეს პარტია. მე მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

ამასთან, კითხვაზე, იქნება თუ არა ვანო მერაბიშვილის დაბრუნება მომგებიანი პარტიისთვის, ბოტკოველი პასუხობს, რომ „ეს ამომრჩეველმა უნდა განსაჯოს“. აღნიშნული კომენტარით ბოტკოველმა უპასუხა ბაჩო დოლიძის განცხადებას ვანო მერაბიშვილის შესახებ.

„ვფიქრობ, არავის არაფერი ეკითხება, ვინ იქნება პარტიის გულშემატკივარი. ნებისმიერი ადამიანს აქვს უფლება, გამოთქვას აზრი, ვის უჭერს მხარს. არავის უკან არავინ არ დგას. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ვინმეს შეურაცხყოფას გულისხმობს, ვინც არიან ამ პარტიის დამფუძნებლები, არის პარტიისთვის დამზიანებელი. ჩემგან ასეთ განცხადებას ვერასდროს მოისმენთ იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც რაიმე შეხებაში მაინც ყოფილან ამ პარტიასთან“, – განაცხადა ბოტკოველმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები