გამბედავ ნაბიჯებს ვერ დგამს - ნინო ბურჯანაძე სალომე ზურაბიშვილზე

სულ ნახვები : 64
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქვეყანაში ყველაფერს - ყველა შეხვედრას ეტყობა ის კლიმატი, რომელიც ქვეყანაშია და ეს არ არის ნორმალური, განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფოს კლიმატი“ - ეს განცხადება არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ნინო ბურჯანაძემ დღეს, 24 ნოემბერს მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა. ბურჯანაძის შეფასებით, ძალიან რთულია მდგომარეობა და ახლა მოქმედებაა საჭირო იმის ნაცვლად, რომ გავჩუმდეთ.

„საზოგადოება სალომე ზურაბიშვილისგან მეტ გამბედაობას ითხოვს. ფაქტია, რომ ის ამ გამბედავ ნაბიჯებს ჯერჯერობით ვერ დგამს და გასაგებია რატომაც ეს ცუდია, რადგან ქვეყანაში ყველაფერს - ყველა შეხვედრას ეტყობა ის კლიმატი, რომელიც ქვეყანაშია და ეს არ არის ნორმალური, განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფოს კლიმატი. სტატუსის მიღებას რაც შეეხება - ქვეყანაში როდესაც არიან პოლიტპატიმრები, ეს ძალიან სერიოზულ წინაღობას ქმნის ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებასთან დაკავშირებით. ერთადერთი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირმა მიიღოს მხოლოდ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, თვალი დახუჭოს იმ რეალობაზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე, არ მიუკეტოს საქართველოს ევროკავშირის კარი. სხვა თვალსაზრისით, ის ქცევა, რასაც ამჟღავნებს „ქართული ოცნება“ და ის რეალობა, რომელიც არის, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ევროკავშირმა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. 2023 წლის ბოლომდე გადავადებაც პრობლემურია, რადგან თუ 2023 წლამდე არაფერი შეიცვალა და როგორც ჩანს, პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა აღარ ლაპარაკობს, ვფიქრობ, რომ თუ ასე გავაგრძელეთ სვლა, 2024-შიც არაფერი შეიცვლება ამ ქვეყანაში. არ მინდა ადამიანებში ნიჰილიზმი ჩავნერგო, მაგრამ გაჩუმება დანაშაულია და ამის ჩადენას არ ვაპირებ. თუ ასე მშვიდად და წყნარად მივადექით 2024 წლის არჩევნებს, საკონსტიტუციო უმრავლესობას დაიწერს ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები